გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზაციის მთელი პროცესი ელექტრონული გახდება

6-05-2019

პრივატიზაციის მთელი პროცესი ელექტრონული გახდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემაში „იმედი live“ ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზაციის პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უახლოეს დღეებში მთავრობას წარედგინება.

„თითოეულ მოქალაქეს, ვინც შემოიტანს განაცხადს, ჩვენთან მოსვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად, შეეძლება ამოწმოს, თუ რა მსვლელობა მიეცემა მას. მთელი პროცესი - განაცხადის შეტანიდან, ვიდრე პრივატიზაცია არ დასრულდება, იქნება გამჭვირვალე. მსურველს ზუსტად ეცოდინება, რომ მაგალითად, სამ დღეში მას მიეცემა პასუხი - ექვემდებარება თუ არა ეს ქონება პრივატიზაციას და ა.შ.“, - განმარტა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031