გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელზე: ბუშმა მითხრა, მაგ ქალს მე მივხედავო

6-05-2019

საქართველოს ყოფილი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტის სამიტის წინა პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ ანგელა მერკელმა წინასწარ გააფრთხილა იმის შესახებ, რომ გერმანია საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის, იგივე მაპ-ის მინიჭებას მხარს არ დაუჭერდა.


ამის შესახებ სააკაშვილი დოკუმენტურ ფილმში - "აგვისტოს ომი", საუბრობს.


"სანამ შევიდოდი ბუშთან, დილით, 8-ის ნახევარზე დამირეკა კანცლერმა მერკელმა და მითხრა, რომ ვიცი ახლა შენ ბუშთან შეხვედრაზე შედიხარ, მაგრამ რასაც არ უნდა დაგპირდეს ბუში, იცოდე, რომ ბუქარესტში, საქართველოსთვის მაპ-ის მონიჭებას გერმანია მხარს არ დაუჭერსო.


როცა ბუშთან შევედი, პირველი სწორედ ეს ვუთხარი, რომ დამირეკა მერკელმა და ასეთი რამ მითხრა-თქო, რაზეც ბუშმა მიპასუხა, რომ თქვენ სხვებს მიხედეთ და მაგ ქალს მე მივხედავო.


ამ შეხვედრაზე ბუშმა თქვა, რომ ჩვენ ვმუშაობთ, თქვენ მაპ-ს აუცილებლად მიიღებთ და ნატოს წევრი აუცილებლად გახდებითო"-იხსენებს სააკაშვილი.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930