გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ჯავახაძე: 2018 წელს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, თუმცა 459 მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია

6-05-2019

დღეს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა. პრესკონფერენციას დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიის ხელმძღვანელი პირები, ასევე  საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, პრესკონფერენციაზე საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და იმ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს სოციალური კამპანია - „მეტი სიცოცხლისთვის“ პარალელურად.დღეს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა. პრესკონფერენციას დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და მერიის ხელმძღვანელი პირები, ასევე  საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, პრესკონფერენციაზე საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და იმ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს სოციალური კამპანია - „მეტი სიცოცხლისთვის“ პარალელურად.


„დღეს დაიწყო გაეროს კვირეული საგზაო  უსაფრთხოებაზე. ეს არის ერთ-ერთი ძალიან პრიორიტეტული მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ზოგადად მთავრობისთვის.  გვაქვს ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ. 2018  წელს, ბოლო ათწლეულში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო,  თუმცა, 459 დაკარგული სიცოცხლე მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით იქნება 5 000- მდე სხვა და სხვა ტიპის კამერა - ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა.შ. ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს. ასევე, ვგეგმავთ საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია. დავიწყებთ მთავრობაზე განხილვას და შემდეგ პარლამენტში, რაც გარკვეული მიმართულებებით სანქციების გაზრდას და გამკაცრებას ემსახურება. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესები დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება. თბილისში ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების გაზრდას. ჯერ თბილისის მასშტაბით, გასაგები მიზეზების გამო. ზოგადად თბილისში ტურისტების რაოდენობა იზრდება და მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს. შემდეგ ეტაპობრივად  რეგიონებში გაიზრდება. რაც შეეხება სანქციებს, ეს იქნება სხვადასხვა გათვლებზე დაფუძნებული, თუმცაღა,  გამკაცრება ამ მხრივ ცალსახად მოსალოდნელია. სიჩქარის გადაჭარბებაზე და ყველა იმ კრიტიკული მიმართულებით მოხდება როგორც სანქციების გამკაცრება, არამარტო ფულადი სანქციებით, არამედ სხვა წესების გამკაცრებაც. ასევე ვგეგმავთ, რომ მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის კლება მივაბათ ვიდეოკამერებს. ამან გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქციები და მინდა ავხსნა, რომ დღესაც, როდესაც ვიდეოკამერებით ხდება დაჯარიმება, ვიდეოკამერა აჯარიმებს ავტომანქანის მფლობელს, იმიტომ რომ  ვიდეოკამერა მძღოლს სახეზე ვერ ცნობს, ვინ ზის საჭესთან, კამერისთვის უცნობია, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც ხდება ავტომანქანის მფლობელის დაჯარიმება. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში წარვადგინოთ ამ საგაზაფხულო სესიაზე და სულ მცირე, განხილვა საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას დავიწყოთ. ქულათა სისტემა არის ერთ-ერთი ბერკეტი სხვა ყველაფერთან ერთად, კამერებთან ერთად, საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად და ა.შ.  ამან გამოიღო გარკვეული შედეგი თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელია ამ ეფექტიანობის გაზრდა. შესაბამისად ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ ქულათა სისტემის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს“- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031