გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ოგბაიძე: ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო მაგრამ ეჭვი მეპარება

7-05-2019

დედაქალაქის საკრებულოს წევრი, შალვა ოგბაიძე 2009 წლის 6 მაისს იხსენებს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიზებულმა პოლიციელებმა "მიშა, მიშას" სკანდირებით აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს:

"6 მაისი, 2009 წელი.
დარბევა პოლიციის სამმართველოსთან.
10 წელი გასულა...
არადა ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ეჭვი მეპარება. უსამართლობით განცდილ სულიერ ტკივილს მხოლოდ მოძალადის გულწრფელი მონანიება და მიტევების სურვილი კურნავს. 
გავიდა 10 წელი.
ნანობს ვინმე?
შენც არ მომიკვდე...
თუმცა, მოიცა, კი ნანობენ, ნამდვილად, მაგრამ იცით რას? 
,,რატომ ბოლომდე არ ჩაგხოცეთ''-აი ამას...
სიტყვას ჯადოსნური და სასწაულებრივი ძალა აქვს, მაგრამ სად არის ეს სიტყვა-,,მომიტევე, ჩემო სისხლო და ხორცო, მომიტევე რომ არაფრის გამო დიდი ტკივილი მოგაყენე, მომიტევე დევნისთვის, თვალთვალისთვის, ციხეში წამებისთვის, სიკვდილისათვის, წამებისთვის, ქონების წართმევისთვის, სამშობლოდან იძულებით ემიგრაციაში გაშვებისათვის...''
ამიტომ მახსენდება მათეს სახარების მეშვიდე თავი:
... ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
დიახ, სინანულის გარეშე მოძალადისთვის მიტევება-ამ უდიდესი მადლის ბოძება სწორედ ღორებისთვის დაყრილი თვალმარგალიტის ტოლფასია, რომელიც კვლავ შენს დაფლეთვას ცდილობს...
როგორ მოვიქცეთ?
რა არგუმენტი დავუპირისპირო მოძალადე რეჟიმის ცნობილ კლიშეს: ,,ახლა სულ წარსულზე უნდა ილაპარაკოთ?''
არა, მე ნამდვილად არ ვსაუბრობ წარსულზე. მე ვსაუბრობ მოუშუშებულ იარაზე, რომელიც დღესაც მტკივა და ეს ტკივილი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დაისჯება მოძალადე, ან(და) გულწრფელად არ მოიხდის ბოდიშს.
სიტყვა,,ბოდიშიც'' არ არის საჭირო. ჩვენ, კაცები ხანდახან ამ სიტყვის თქმის გარეშეც ვახერხებთ შერიგებას და ურთიერთპატიებას თვალებში ერთი ჩახედვით"-წერს ოგბაიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930