გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი წულაიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ფაროსანები მიიყვანა

7-05-2019

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრში ფაროსანები მიიყვანა.


როგორც გოგი წულაიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონები იხარჯება, შედეგი არაა და ფაროსანას ნაცვალად ფუტკრები განადგურდა.


„შარშან 60 მილიონი დაიხარჯა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად ამისა, ფაროსანა თავს კარგად გრძნობს, ფუტკრები და ფრინველები განადგურდა. ახლა უნდა იყვნენ სოფლებში ჩასული და წამლავდნენ, მაგრამ ყველა მანქანა აქ დგას და არც ახსოვთ მოსახლეობა. ეს არის დანაშაული. რადგან ესენი არაფერს აკეთებენ და არ მიდიან ფაროსანასთან, ჩვენ დავიჭირეთ და მივიყვანეთ ფაროსანები, რომ აქ მოყვანილი მაინც მოკლან“ - განაცხადა გოგი წულაიამ.



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031