7-05-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "რუსთავი 2"-ის გამოხატვის ფორმებს აკრიტიკებს.
მმართველი გუნდის დეპუტატი ხაზგასმით ამბობს, რომ დავა მეწილეებს შორის მიმდინარეობს და ამასთან კავშირი "ოცნებას" არ აქვს.
„ეს არის ერთი კომპანიის მეწილეებს შორის არსებული დავა და უსაფუძვლოა ამ დავაში პოლიტიკური სარჩულის დადება. მე არ მგონია, რომ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც ფიქრობდნენ იმას, რომ მედიას დღეს არ აქვს სიტყვის გამოთქმის თავისუფლება. უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენს ტელევიზიაში არა მარტო სიტყვის, არამედ გინების თავისუფლებაც არსებობს. ფაქტი, როგორც ინფორმაციის წყარო არ მიეწოდება მიზანმიმართულად ჩვენს მაყურებელს, ნუ ეს არის ტელევიზიის საკადრო პოლიტიკა, მას აქვს ამის უფლება, ცხადია, რომ ჰქონდეს. მე ყოველთვის მირჩევია, რომ ობიექტურობის მაღალი სტანდარტი არსებობდეს ყველა ტელევიზიაში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
13-01-2025