7-05-2019
დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე დაჭრილი მძღოლი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტი 14:09 საათზე შემოიყვანეს კლინიკაში. პაციენტი 62 წლის მამაკაცია, რომელსაც აქვს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ღრმა ჭრილობა. მკურნალობა უკვე დაწყებულია. ის იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – განაცხადა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა, სოსო მაისურაძემ.
დღეს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი დაჭრეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
13-01-2025