გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
9 მაისთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაეწიათ

7-05-2019

თბილისის მერიის „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანასური დახმარება გადაურიცხა.


ომის ვეტერანების გარდა, 9 მაისთან დაკავშირებით, პირად ანგარიშზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებსაც ჩაერიცხათ.


დედაქალაქის მერიის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა 600 ლარი, ხოლო მარჩენალდაკარგულებმა 300 ლარი მიიღეს.


დღეისათვის თბილისში ომის 190 ვეტერანია რეგისტრირებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031