გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: კარგია, რომ თავიდან იქნა აცილებული ძალიან მძიმე ფაქტი

7-05-2019

"სახელმწიფომ, შესაბამისი უწყებების მეშვეობით , კიდევ ერთხელ ძალიან მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან", - ასე აფასებს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, სუსის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას.


როგორც მდინარაძე ამბობს, დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს, ეს გამოძიების საქმეა და მტკიცებულებებზეა დამოკიდებული.


"რეალური როგორ არ იყო, როცა კონკრეტული მასალები არსებობს და ჩვენც ვნახეთ?! ალბათ, იმის იქეთ კიდევ არის რაღაც მონაცემები და კარგია, რომ თავიდან იქნა აცილებული ძალიან მძიმე ფაქტი. დანარჩენზე ალბათ, გამოძიება საბოლოოდ გასცემს პასუხს. მე დეტალები არ ვიცი. იქ იყო კონკრეტული მონაცემები, კონკრეტული საუბარი და ამის თავიდან აცილების ფაქტი, ბუნებრივია, დადებითად უნდა შეფასდეს. სახელმწიფომ შესაბამისი უწყებების მეშვეობით კიდევ ერთხელ ძალიან მძიმე ფაქტი აიცილა თავიდან. რაც შეეხება დაკავებას, ეს გამოძიების საქმეა, მტკიცებულებებზეა დამოკიდებული. აქ გასათვალისწინებელია ბევრი იურიდიული ნიუანსი - ჰქონდა თუ არა უკვე დამთავრებულ დანაშაულს ადგილი, თუნდაც დანაშაულის მომზადებასთან მიმართებით, თუ ეს თავიდან აცილებული იქნა განზრახვის გახმოვანებისთანავე და მოასწრეს თუ არა რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. საუბარია იმაზე, რომ მომზადების ფაქტს მაინც ჰქონდა თუ არა ადგილი. მომზადება ნიშნავს იმას, დანაშაულის ჩასადენად კონკრეტული პირობების შექმნას. თუ ამ პირობების შექმნაც ვერ მოასწრეს და პირველივე ეტაპზე, განზრახვის გახმოვანებისთანავე აღკვეთეს, აქ შეიძლება დანაშაულთან არ გვქონდეს საქმე და გვქონდეს საქმე სავარაუდო შემთხვევის თავიდან აცილებასთან. მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე დანაშაული, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, თავიდან იქნა აცილებული", - განაცხადა მდინარაძემ.


მდინარაძე გამორიცხავს იმას, რომ საქმე არარეალურ ამბავთან გვქონდეს.


"რაზე უნდა ვისმჯელოთ ახლა, სუს-მა ეს დაამონტაჟა და აჩვენა საზოგადოებას? და ეს არის სუს-ის მოკლევადიანი სტრატეგია, ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ? ვინ გაბედავს, როგორ უნდა გაბედოს, რომ ერთკვირიანი და ორკვირიანი ტყუილი გამოაქვეყნონ. ტყუილია ეს ამბავი! მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება აქ არარეალურ ამბავთან გვქონდეს საქმე. წარმოუდგენელია ეს ვინმემ გაბედოს და მოიფიქროს, დღევანდელ დღეს მით უმეტეს. ნამდვილად არ მაქვს სუს-ის მხრიდან ამის მოლოდინი. ერთადერთი მოლოდინი და დაშვება შეიძლება იმის, რომ ეს არის რეალური მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი რამ თავში არავის მოუვიდოდა. დიდი დრო არ დაჭირდება იმას, რომ დაიდება ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა, რომელიც ჩანაწერის ავთენტურობას დაადასტურებს და ნათელი მოეფინება გამოძიების პერიოდში ამ საქმეს", - განაცხადა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.


ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031