გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო კახაძე: მაჟორიტარი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის

8-05-2019

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს.

მმართველი გუნდის კანდიდატი ამჯერად ვერის მოსახლეობას მელიქიშვილის გამზირზე შეხვდა.

"მაჟორიტარი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის. ჩემი კარი იქნება მუდამ ღია თქვენთვის. ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი პორობლემა უნდა მოიტანოთ ჩემამდე, რომ შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მიიღება ქვეყნისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებები, დავაინიცირო ეს საკითხები. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ მივხედოთ ავარიულ შენობა-ნაგებობებს. პირდაპირი და ყოველდღიური კომუნიკაცია მექნება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ვიქნები გარანტი იმისა, რომ უმოკლეს დროში დავიწყებთ ამ საკითხის მოგვარებას", - განაცხადა ლადო კახაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031