გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

8-05-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. სოსო გოგაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ „ინტერპრესნიუსმა“ ჩაწერა.


როგორც გოგაშვილი სააგენტოსთან ინტერვიუში აცხადებს, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება არ უჭირს, რადგან იცის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის „ამგვარი ქმედებები უცხო არ არის“.


ამასთან, გოგაშვილი მადლობას უხდის სუს-ს, რომ მისი ოჯახი „განადგურებას გადაურჩა“.


"ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მომზადების პროცესში აღკვეთა ეს დანაშაული და ჩემი ოჯახი ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა, რადგან მაჩალიკაშვილს ეს ჰქონდა დაგეგმილი. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე. ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ეს ჩაედინა. მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ახმეტ ჩატაევის დაჯგუფება", - განაცხადა გოგაშვილმა.


„ინტერპრესნიუსი“ სოსო გოგაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031