გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კურტ ვოლკერი: სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

8-05-2019

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება,- ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატოში, მაკკეინის ,,საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორმა კურტ ვოკერმა, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით დღეს ევროპაში არის მდგომარეობა, როდესაც დასავლეთ ევროპამ დაკარგა მოთმინება რუსეთტან მიმართებაში.

,,მე ვფიქრობ რომ ევროპაში არის მდგომარეობა, როდესაც დასავლეთ ევროპამ დაკარგა მოთმინება რუსეთთან მიმართებაში, მათ სცადეს მოლაპარაკებები ოფიციალურ მოსკოვთან, თუმცა მიზანს ვერასდროს მიაღწიეს, რადგან კრემლი ყოველთვის ისე იქცევა, რაც თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის.ამ თემაზე საუბრისას მინდა ასევე შევაფასო სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პრეზიდენტ მაკრონთან, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა. შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება,"- განცხადა კურტ ვოლკერმა.



მან ყურადღება საქართველოში ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნებში ვალუტების გაუფასურება და რყევები.

,,ნატოში წარმატებული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. თქვენი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურება და მუდმივი რყევები. მაგალითად, თურქული ლირის გაუფასეურებას შეუძლებელია გავლენა არ ჰქონდეს ქართულ ლარზე“,- აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930