გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
19 მაისს გასამართი არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ტექსტები დამტკიცდა

8-05-2019

ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ტექსტები დაამტკიცეს.


განსხვავებული სახის ბიულეტენები შესაბამისი ტექსტით და განსხვავებული შევსების წესით ცესკომ მხოლოდ იმ საარჩევნო უბნებისთვის დაამტკიცა, სადაც ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი განხორციელდება. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარე კვირაში დაიწყება, რომელსაც ცესკოს წევრები და დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან (ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე დანიშნა). ბიულეტენები 410 საარჩევნო უბნისთვის იბეჭდება.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციიდან მოსხნის ბოლო ვადა 7 მაისს 18:00 სთ-ზე ამოიწურა.
2019 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტის (#1 მაჟორიტარული ოლქი - მთაწმინდა) და საკრებულოს შუალედური არჩევნები (საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები), ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები (მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები) იმართება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031