9-05-2019
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აშშ-ში გაემგზავრა. მისი თქმით, შეხვედრები კონგრესმენებთან და სენატორებთანაა დაგეგმილი.
„იწყება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, იმედია დაბრუნებამდე ივანიშვილი არ დააქცევს ამ ქვეყანას კიდევ. შეხვედრები დაგეგმილია აშშ-ს სენატის, კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის, სტრატეგიული ცენტრების ხელმძღვანელებთან. საუბარი იქნება საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ ჩვენი მოკავშირეები შეეგუონ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას საქართველოში,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
13-01-2025