9-05-2019
მოვუსმინე ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც, იყო აცდენა ხედვებში, მიდგომებში - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში კითხვაზე, რომელიც გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს ეხებოდა.
„გიორგი ქობულია არის თავის საქმის პროფესიონალი. რაც შეეხება სხვადასხვა დარგობრივ განვითარებას. ამ დარგების სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში მან მართლაც შეძლო მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება. მე მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი. საბოლოო ჯამში, მისი პოზიციაც იყო, რომ გუნდში მუშაობას ვერ გააგრძელებდა და მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ობიექტურად უნდა მიმეღო. ეს საკითხი არის დახურული. ჩვენ გვაქვს ამბიციური განვითარების გეგმა, მოსახლეობა ელოდება სწრაფ შედეგებს. ჩვენ გვაქვს წარდგენილი სამთავრობო პროგრამა და მივყვებით ამ პროგრამის შესრულებას“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გიორგი ქობულიამ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ "ფორბსის კვირაში" ისაუბრა.
13-01-2025