9-05-2019
ვაკის პარკის მიმდებარედ, ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები იმყოფებიან.
ერთ მხარეს არიან აქციის, სახელად - "უკვდავთა პოლკის" მონაწილეები, ხოლო მეორე მხარეს - "არ ვიზეიმებთ გენოციდს" და "რუსეთი ოკუპანტია".
ცოტა ხნის წინ, ვაკის პარკთან ერთი ადამიანი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო დააკავეს. დაკავებულის განცხადებით, ეს სიმბოლო არ არის საბჭოთა კავშირის და ის გამარჯვების სიმბოლოა.
დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.
13-01-2025