გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: 9 მაისი კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა

9-05-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.


მთავრობის მეთაურმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე განსაკუთრებით მიულოცა ვეტერანებსა და მათ ოჯახებს და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.


"დღეს განსაკუთრებული დღეა კაცობრიობის ისტორიაში - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მსურს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და განსაკუთრებით - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და მინდა, ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მთავრობის მეთაური უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031