გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში ბალერინების ქადაკებები დააზიანეს

9-05-2019

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევანი, ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს.


თბილისის მერიის ცნობით, განზრახ დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით უკვე დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


"თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება.


მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას" - ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930