9-05-2019
დღეს ვაკის პარკში 9 მაისს აღნიშნავენ. ოპოზიციის და მთავრობის წარმომადგენლებმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს. პარალელურად კი პარკთან რამდენიმე აქცია მიმდინარეობს, რასაც დაპირისპირებები მოჰყვა. ამ დრომდე, პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. დილით პოლიციამ ორი ადამიანი პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის, ერთი კი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის დააკავა. მოგვიანებით ერთი პირი დააკავეს "უკვდავი პოლკის" აქციის მონაწილის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო.
ვაკის პარკის მიმდებარედ, ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები იმყოფებიან.
ერთ მხარეს არიან აქციის, სახელად - "უკვდავთა პოლკის" მონაწილეები, ხოლო მეორე მხარეს - "არ ვიზეიმებთ გენოციდს" და "რუსეთი ოკუპანტია".
13-01-2025