გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აპრილი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველომ და უკრაინამ შესაძლოა ერთმანეთის მართვის მოწმობები აღიარონ

6-02-2018

უკრაინა და საქართველო მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა უკრაინაში საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების უწყებათშორისი ეფექტური თანამშრომლობა მაღალ დონეზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი, საპოლიციო დონეზე.


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა აღნიშნა, რომ ამჟამად თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულება მართვის მოწმობების აღიარებასთან ერთად არის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის ურთიერთქმედების მექანიზმების ოპტიმიზაცია.


თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ თქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოს შორის კარგი პარტნიორული ურთიერთობების მტკიცებულებაა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930