გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა

9-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი - 2001 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი უ.მ. და ასევე 2001 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა დააზიანეს და უკანონოდ შეაღწიეს აღნიშნულ მაღაზიაში.


სამართალდამცველებმა ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიის გაქურდვას ცდილობდნენ.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031