გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები სეზონური მაშველის პოზიციაზე შეძლებენ დასაქმებას

9-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის საფუძველზეც, საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, წლევანდელ საზღვაო სეზონზე დასაქმდნენ სეზონური მაშველის პოზიციაზე.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, მხარეები საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდნენ.


ლევან ღირსიაშვილმა ახალგაზრდებს სამსახურის სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო. იგი სტუდენტებს დაგეგმილ სიახლეებსა და იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სთავაზობს.


სეზონური მაშველის პოზიციის დაკავების მსურველი ახალგაზრდები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ.


ამასთანავე, წელს, პირველად, აკადემიის სტუდენტ გოგონებს ეძლევათ შანსი, ხელშეკრულებით დასაქმდნენ წყალზე მაშველის პოზიციაზე, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930