გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

9-05-2019

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.


კანდიდატმა ღონისძიების მონაწილეებთან ერთად ყვავილებით შეამკო ომის გმირების - ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის მემორიალები.

გიორგი გოგლიჩიძემ ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი შორაპანსა და სანახშირეშიც მიაგო.


"9 მაისი არის ბოროტებასა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე. დღეს ამ გამარჯვებიდან შესრულდა 74 წელი, რომელსაც ვულოცავ ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვა არის დასაფასებელი. საწყენია, რომ მათგან მხოლოდ თორმეტია დარჩენილი. მე მათ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ'', - განახცადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930