გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აპოლონ არდია ექსპრეზიდენტის მიერ დავიწყებულ დაპირებაზე: სააკაშვილის ხელისუფლების დროს იმედი მქონდა, რომ დამეხმარებოდნენ

10-05-2019

2008 წელს მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოსვთან ერთად ზუგდიდის ცენტრში იმყოფებოდა, როდესაც 15 წლის თათია არდიამ პირველ ლედის წერილი გადასცა.


მოზარდი პრეზიდენტისაგან ივალიდი მამისა და ლოგინად ჩავარდნილი დედის დახმარებას ითხოვდა.


თათიას წერილს პასუხი მალევე მოჰყვა. ამავე წლის 3 იანვარს მოზარდმა დაბადების დღეზე სააკაშვილისაგან ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი წერილი მიიღო, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი.


სააკაშვილი ოჯახს მატერიალურ დახმარებს ჰპირებოდა, თათიას კი - კომპიუტერის ჩუქებას, თუმცა მოზარდისათვის დაპირება არავის აუსრულებია და არც ოჯახს დახმარებია ვინმე.


"ძვირფასო თათია,

გულდასმით წავიკითხე შენი წერილი და ერთობ სახალისო ლექსი. შენი თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

წარჩინებული სწავლისთვის, ჩემი დაპირებისამებრ, აუცილებლად მიიღებ კომპიუტერს.

გარდა ამისა, ვშუამდგომლობ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, რათა შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩინონ შენს ოჯახს მატერიალური დახმარება.

გილოცავ ახალ წელს და გისურვებ, ყოველივე კარგს, შენს ოჯახთან ერთად.

საუკეთესო სურვილებით", - წერდა სააკაშვილი თათია არდიას.


რამდენიმე დღის წინ სოფელ ტყაიაში უკვე მერობის კანდიდატის ამპლუაში სანდრა ელისაბედ რულოვსი ჩავიდა და სამ ოჯახს ეწვია. ექსპრეზიდენტის მეუღლის სტუმრობის ამბავი თათიას მამამ, აპოლონ არდიამ მეზობლებისგან შეიტყო და მასთან შეხვედრა სცადა.


აპოლონ არდიას სურდა გაეგო, რატომ დაივიწყეს თათიასთვის მიცემული დაპირება, მაგრამ მას ოპოზიციის კანდიდატთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა.

აპოლონ არდია პირველი ჯგუფის ინვალიდი და მხედველობადაქვეითებულია.


მისი თქმით, თათია ამჟამად 23 წლისაა და თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს და მუშაობს კიდეც. აპოლონ არდიას თქმით, თათია ოჯახს მატერიალურად ეხმარება.


"თათია 4 წლის იყო, როდესაც ტყაიაში ჩამოვედით საცხოვრებად. არც სახლი გვქონდა, არც კარი და თავი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლს შევაფარეთ. ავარიული იყო, ძალიან მძიმე პირობებში ვცხოვრობდით. მახსოვს, მაშინ, ჩემმა მეუღლემ ხერხემალზე ოპერაცია გაიკეთა და ძალიან ავადმყოფობდა… საშინლად გვიჭირდა", - ამბობს აპოლონ არდია.


მისივე თქმით, მას სააკაშვილის ხელისუფლების დროს დახმარების იმედი ჰქონდა და ზუგდიდში მაშინდელ შეხვედრაზეც ამიტომ ჩავიდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031