გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ეწევა თავისი ქვეყნისთვის, ოპოზიცია და მათი სატელიტი ორგანიზაციები წერენ ანგარიშებს ერთმანეთისთვის

10-05-2019

დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში საიას ანგარიშს ეხმიანება.


"მინდა გამოვეხმაურო საიას ანგარიშს, ვითომდა, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო გარემოს შეფასებას კი არ წარმოადგენს, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწერილი უხარისხო პასკვილია. მართლა, მოხერხება უნდა, რომ გქონდეს ესეთი ფანტაზია - ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მოხატვა არჩევნებზე ელექტორატის მოსყიდვას დაუკავშირო.


ფონდი "ქართუ" 25 წელია უწყვეტად ახორციელებს ქართული ეკლესია-მონასტრების, კულტურული ძეგლების, არქეოლოგიური და მატერიალური მემკვიდრეობის აღდგენით სამუშაოებს როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ. ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა მაშინაც, როცა მისი ფოტოსურათიც არავის ქონდა ნანახი; მაშინაც, როცა პრემიერი იყო და არ შეწყვეტს მომავალშიც.


ვფიქრობ, რომ მთავარი ფუნდამენტური სხვაობაც სწორედ ეს არის - ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ეწეცა თავისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ხოლო ოპოზიცია და მათი სატელიტი ორგანიზაციები წერენ ანგარიშებს ერთმანეთისთვის და ამ წერის პროცესში ავიწყდებათ, რომ მსგავსი პასკვილებით, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის კი არ დაზარალებენ, არამედ ხდებიან ქართული საქმის მოწინააღმდეგენი", - წერს იონათამიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930