გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: არ მსმენია, რომ რომელიმე ქვეყანას ამ მასშტაბის მეცენატი და ქველმოქმედი ჰყავდეს და დიდი საქმეების გამო მის მიმართ კრიტიკა ისმოდეს

10-05-2019

"უწმინდესის მიერ ქართველის ერის პორტრეტად წოდებული სამების ტაძრის აშენების, მისი მოხატვის სამუშაოებს, წლებია ფონდი "ქართუ" ახორციელებს. ამ საქმეებშია 900-ზე მეტი ეკლესიის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია და ათასობით სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტი" ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში წერს.


მისივე თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პატრიოტული პოზიცია და კეთილი ნება, მას ვერავინ და ვერაფერი აიძულებდა ამ დიდი საქმის კეთებას და მატერიალური კულტურის უამრავი ძეგლი შესაძლოა, უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადარჩენილიყო.


,,იმის მიუხედავად, ამა თუ იმ წელს, ქვეყანაში არჩევნები იყო თუ არა - 1995 წლიდან მოყოლებული, თითქმის სამი ათეული წელია, ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის აკეთებს ჯერ-ჯერობით უმაგალითო და უპრეცედენტო საქმეებს, მათ შორისაა უწმინდესის მიერ ქართველის ერის პორტრეტად წოდებული სამების ტაძრის აშენება, ახლა მისი მოხატვის სამუშაოები, რომელსაც წლებია ფონდი "ქართუ" ახორციელებს. ამ საქმეებშია 900-ზე მეტი ეკლესიის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია და ათასობით სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტი.


რომ არა მისი ეს პატრიოტული პოზიცია და კეთილი ნება, ცხადია რომ ვერავინ და ვერაფერი აიძულებდა ამ დიდი საქმის კეთებას და მეორეს მხრივ რომ არა ეს სიკეთე, მატერიალური კულტურის უამრავი ძეგლი შესაძლოა უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადარჩენილიყო და რას ვეუბნებით ამის სანაცვლოდ? ან დუმილია ან უარეს შემთხვევაში კრიტიკა. წარმოუდგენელი რეაქციაა, ყოველ შემთხვევაში, მე მართლა არ მსმენია, რომ რომელიმე ქვეყანას ამ მასშტაბის მეცენატი და ქველმოქმედი ყავდეს და დიდი საქმეების გამო მის მიმართ ისმოდეს კრიტიკა",- წერს ზაზა გაბუნია.


დეპუტატი ყურადღებას ოპონენტების განცხადებებზეც ამახვილებს და ამბობს, რომ მათი სურვილი, კალენდარული შეზღუდვებიც კი დაუწესონ ქველმოქმედებას, გამიზნული მზაკვრობაა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.


,,პოლიტიკური ოპონენტობის გამო კი ქველმოქმედებას დაუწესო შეზღუდვები, მათ შორის კალენდარული შეზღუდვები, არნახული ინფალნტილიზმია ან გამიზნული მზაკვრობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.


ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა კარგ და დიდ საქმეებს და ხალხის და ქვეყნის ინტერესებში უნდა იყოს რომ მან გააგრძელოს ასეთი საქმების კეთება" ,- აცხადებს ზაზა გაბუნია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930