10-05-2019
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვების შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"მე როდესაც გავაკეთე წერილობით განცხადება, მიზეზი ნათლად მივუთითე და ახლაც, პირველივე სიტყვაში ვახსენე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მოგეხსენებათ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის განხორციელება ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვდა, რამაც რეალური ასახვა ჰპოვა ჩემს ჯანმრთელობაზე.
ამდენად, მე დამჭირდა დრო სარეაბილიტაციოდ. განცხადება, რომელიც წერილობით გავაკეთე, დეტალურად შეიცავდა ამ ინფორმაციას. მე არ ვიცი, რატომ არ არის ეს განცხადება სარწმუნო. დღეს მაქვს უნარიც და ჯანმრთელობის მდგომარეობაც მიწყობს ხელს, რომ აკადიური და საგანმანათლებლო საქმიანობა გავაგრძელო", - განაცხადა გვენეტაძემ.
13-01-2025