გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: ამომრჩევლისა და დემოკრატიისთვის სასარგებლო იქნება საქმეზე ორიენტირებული დებატები

10-05-2019

პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსსა და "ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი აქვს საპასუხო ქართული ოცნების კანდიდატისთვის.


,,ისინი დებატებს გაექცნენ, შემოგვთავაზეს იმ ტიპის სპექტაკლი, რაც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. გეგა შენგელიამ სანდრა რულოვსს აპრობირებული სატელევიზიო დებატები შესთავაზა ისე, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამომრჩევლისთვის და დემოკრატიისთვის სასარგებლო იქნება საქმეზე ორიენტირებული დებატები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ, ცივილიზებულ ფორმატს - სატელევიზიო დებატებს, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, თუკი პატიოსანი თამაშის წესების არ ეშინიათ, იმედს ვიტოვებთ, რომ დათანხმდებიან ამ შემოთავაზებას", - აცხადებს ზოიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930