გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეფექტური კოლაბორაციის თემატიკაზე სენაკში ვორქშოფი გაიმართა

10-05-2019

დღეს სასტუმრო ,,ვერსალში"", პროექტ ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი თვითმმართველობისათვის" ფარგლებში ეფექტური კოლაბორაციის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების, მათი დაძლევის გზების და სოციალური ადვოკატირების უნარების განვითარებასთან დაკავშირებით, ვორქშოპი გაიმართა.


საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) მიერ ორგანიზებულ სესიას, რომელსაც პროექტის კოორდინატორი ცაბუნია ვართაგავა უძღვებოდა, ასოციაციის წევრები, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების მერიების შესაბამისი სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ვორქშოპი დისკუსიის, სპეციფიური სავარჯიშოების შესრულების, ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული ნიმუშების პრეზენტაციის, გამოცდილების ურთიერთგაზიარების რეჟიმში წარიმართა, რომლის შემდეგაც მუშაობის შედეგები შეჯამდა.


სესიის მიზანი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფური მუშაობა, სოციალური პრობლემების გამოკვეთა და მათი ერთობლივი მოგვარების გზების დასახვა იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031