გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მათიკაშვილი: კეთილი საქმის, მით უმეტეს, საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელება, მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს

10-05-2019

დეპუტატი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.


"სამწუხაროა, როდესაც ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ ერთი მხრივ ამომრჩევლის მოსყიდვას და მეორე მხრივ, საერთო ეროვნულ, არ შემეშინდება თუ ვიტყვი რომ საშვილიშვილო საქმეს, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აგერ უკვე 25 წელზე მეტია, რაც ახორციელებს საქართველოში. საინტერესოა, საიას აზრით როდიდან დაიწყო ფონდმა ქართუმ ამომრჩევლის მოსყიდვა: ალბათ მაშინ როდესაც ფილანტროპის მხოლოდ სახელი და გვარი იცოდა საზოგადოების მცირე ნაწილმა, სამაგიეროდ, მისი ქველმოქმედების შედეგით ყველა ვამაყობდით, რად ღირს თუნდაც სამების საკათედრო ტაძრის აგება, რომელიც ჩვენი ეროვნული სულიერების განუყოფელი ნაწილია დღეს დღეობით. თუ მაშინ როდესაც სრული უსახსრობის პირობებში ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრება გაჩერებისა და კოლაფსისგან ისევ ფონდმა ქართუმ იხსნა. და ეს ძალიან მცირედი ჩამონათვალია ქველმოქმედებისა , რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე განხორციელდა.


ეკლესია მონასტრების მშენებლობა და მათი მოხატვა, მით უმეტეს კერძო ფონდის მიერ, არ წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას, ამიტომ კეთილი საქმის, მით უმეტეს საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელება მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930