გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი: "ნაცმოძრაობას" არაფერი აქვს საპასუხო, ისინი დებატებს გაექცნენ

11-05-2019

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი კასპში, ირაკლი მეზურნიშვილი საკუთარ ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გეგა შენგელიასა და სანდრა რულოვსს შორის დებატების თემას გამოეხმაურა.


მისი თქმით, აუცილებელია დებატები სატელევიზიო ფორმატში ჩატარდეს.


"ქართული ოცნების კანდიდატმა, გეგა შენგელიამ სანდრა რულოვსს აპრობირებული სატელევიზიო დებატები შესთავაზა, ისე, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. ვინაიდან, სანდრა რულოვსს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს საპასუხო, ისინი დებატებს გაექცნენ და სრულიად სიურრეალისტური ფორმატი შემოგვთავაზეს, იმ ტიპის სპექტაკლი, რაც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. ამასთანავე, მათი ფორმატი ქმნის გარკვეული ექსცესების საფრთხეს, რაც ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე სასურველი სცენარია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სანდრა რულოვსს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნებისმიერ დებატებში დავამარცხებთ, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ, ცივილიზებულ ფორმატს - სატელევიზიო დებატებს, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, თუკი სიმართლის გამოაშკარავების და დამარცხების არ ეშინიათ, იმედს ვიტოვებთ, რომ დათანხმდებიან ამ შემოთავაზებას!" - წერს მაჟორიტარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031