გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მტკვარში წყლის დონე აიწია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

11-05-2019

თბილისში მდინარე მტკვარში წყლის ჭარბი ნაკადის გამო, წყლის დონე აიწია. ამასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:


"მდინარე მტკვარში არსებული წყლის ჭარბი ნაკადის გამო, თბილისში მტკვრის კალაპოტში წყლის დონის დაწევის მიზნით, ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ დაიწყო ორთაჭალჰესის გაჩერების პროცესი, მოხდება ფარების აწევა და ჭარბი წყლის გატარება. მტკვრის დონის დაწევა შესამჩნევი გახდება რამდენიმე საათში. ჰესის დროებით გაჩერების გამო, ქვეყნის ენერგომომარაგების შეფერხება არ მოხდება. აღნიშნული სამუშაო გამოიწვევს მტკვარში წყლის აჩქარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას, ტურისტებს და მტკვარზე მომუშავე შესაბამის ობიექტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მტკვარზე მცურავი საშუალებებით გადაადგილებისგან" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031