11-05-2019
სუსში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა თითქმის 7 საათი გრძელდებოდა.
მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, გამოძიება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და მისმა დაცვის ქვეშ მყოფნა ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.
მისივე თქმით, მაჩალიკაშვილს ხმის ნიმუში აუღეს ექსპერტიზისთვის.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, აუდიოჩანაწერის თარგმანში უზუსტობებია, თუმცა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა შენიშვნები ჰქონდა მას თარგმანთან დაკავშირებით, არ უსაუბრია.
კუბლაშვილის თქმით, საქმეს უკვე პროკურატურა განიხილავს.
„შემდგომი ეტაპი არის გამოძიების გადასაწყვეტი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა. თუ იქნება საკმარისი მტკიცებულები, დასაბუთებული ვარაუდი, რომ მალხაზ მაჩალიკშვილმა შესაძლოა ჩაიდინა და მოამზადა კონკრეტული დანაშული, მაშინ წაეყენება ბრალი" - განაცხადა ადვოკატმა.
13-01-2025