გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტიქიით დაზარალებულ ტერიტორიებზე მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

11-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები კახეთში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.


შსს-ს ინფორმაციით, ცოცხალი ძალა და სამაშველო ტექნიკა გადანაწილებულია იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და ზოგიერთ შემთხვევაში, მისი მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.


"მეხანძრე-მაშველებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება. ოპერატიული დახმარება გაუწიეს იმ ოჯახებსაც, რომლებსაც მეხანძრე-მაშველები პირდაპირი კომუნიკაციის გზით სხვადასხვა სოფელში ეკონტაქტებოდნენ და საჭიროებდნენ მაშველთა დახმარებას. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ანდრე ქუჯაიძე და მიმდინარე სამუშაოებს კოორდინირებას პირადად უწევს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


დატბორილ ტერიტორიებზე უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზების, ვითარების განმუხტვისა და მთის ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყველა შესაბამისი სამსახური და მძიმე ტექნიკა.


უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ დროისთვის რამდენიმე ობიექტზე ასრულებენ. ამასთანავე, პრევენციის მიზნით, ადიდებული მდინარეების მიმდებარედ, მიღებულია უსაფრთხოების ზომები და მიმდინარეობს შექმნილი ვითარების უწყვეტი მონიტორინგი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031