გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა დაჯარიმებას გამოიწვევს

11-05-2019

ხუთ და ათზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 13 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.


„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით აღინიშნება, რომ კონკრეტულ მისამართზე ან ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.



1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930