გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთში საქართველოს ელჩი ტაო-კლარჯეთის ტაძარში საპირფარეშოს აშენებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

11-05-2019

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ტაო კლარჯეთში მდებარე X საუკუნის ცნობილ ქართულ ტაძარში დოლისყანის კარიბჭეში საპირფარეშოს შესაძლო აშენების საკითხზე განმარტებას აკეთებს.


ელჩის ინფორმაციით, თურქული მხარე არ ფლობს ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას.


„სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე გუშინ, გვიან საღამოს დავუკავშირდით თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზუემების გენერალური დირექტორის მოადგილესა და ამავე დირექტორატის რესტავრაციის სამმართელოს უფროსს.


თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი, თუმცა, შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას.


ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა. ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხირდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო.


მისი თქმით, „მათ უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე, შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია” - აცხადებს თურქეთის საქართველოს ელჩი, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930