11-05-2019
როენა ხუცურაულმა წინასწარი დაკავების იზოლატორი 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
"მამიდას" ბრალად პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა ედებოდა.
მისი ადვოკატის თქმით, როენა ხუცურაული გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
მეორე ბრალდებულს, ზინაიდა ქორიძეს ასევე გირაო, 20 ათასი ლარის გადახდა შეეფარდა.
სასტუმრო "მამიდას" მფლობელი 8 მაისს დააკავეს.
13-01-2025