12-05-2019
ინდური მედიის ცნობით, თვითმფრინავმა, რომელიც თბილისიდან დელისაკენ მიდიოდა, მარშრუტს გადაუხვია.
თვითმფრინავის ეკიპაჟს ინდოეთის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცის დარღვევაში დასდო ბრალი. ლაინერს აიძულეს, დელის ნაცვლად ჯაიპურის აეროპორტში დაშვებულიყო.
თვითმფრინავი შეამოწმა როგორც პოლიციამ, ისე - ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა, ეკიპაჟის წევრები დაკითხეს.
თვითმფრინავი, რომელიც ქართული ეგონათ, გაირკვა, რომ უკრაინული იყო. პოლიციამ სატვირთო-საჰაერო ხომალდს ფრენის გაგრძელების ნება დართო.