გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ დაბაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის საგაზაფხულო სამუშაოებში პარლამენტის აპარატმა მიიღო მონაწილეობა

12-05-2019

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წევრებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარედ, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.


მათ წიწვოვანი სახეობის 50-მდე ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი.


დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა.


საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი ადგილზე გააცნეს, სადაც დარგვის საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა.


გასული წლის შემოდგომაზე ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 144 ჰა ფართობი აღადგინა.


საგაზაფხულო სამუშაოები წელსაც იგივე ტერიტორიაზე გაგრძელდა და 35 ათასამდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დაირგო.


"საქართველოს პარლამენტის აპარატი და საქართველოს პარლამენტის მოსამსახურეთა პროფესიული გაერთიანება, დღეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერილ აქციაში მონაწილეობს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი, სოფელ დაბაში გამწვანებას ეხება. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ ხანძარმა ტყის ძალიან დიდი მასივები მოიცვა და ფაქტიურად მოხდა ეკოლოგიური კატასტროფა. ჩვენ, როგორც პარლამენტის წარმომადგენლებმა და როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ აქციაში მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენი მცირედი წვლილი შეგვეტანა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ.


მან ეროვნულ სატყეო სააგენტოს მადლობა გადაუხადა ამ შესაძლებლობისთვის და მომავალშიც გამწვანების აქციაში საკანონმდებლო ორგანოს აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისთვის მზაობა გამოხატა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930