გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ნიჟარაძის ადვოკატი: "რუსთავი2"-ს 24 მილიონამდე საბიუჯეტო ვალი უგროვდება და ამ დროს გვარამია წელიწადში 10 მილიონით ამცირებს "რუსთავი 2"-ის შემოსავალს"

12-05-2019

"რუსთავი2"-ს 9-პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და ეჭვი გამოთქვა, რომ არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ტელეკომპანიას მიზანმიმართულად აკოტრებს.


"გვარამიას განცხადებით, 2016 წლიდან "რუსთავი2" ვერ იხდის საბიუჯეტო გადასახადს. 2017 წლიდან კი გვარამია იღებს ძალიან საეჭვო გადაწყვეტილებას. კერძოდ, კომპანია ინტერმედიას, რომელიც ექსკლუზიური გამყიდველია რეკლამის, საშუამავლო 7% გაუზარდა 30%-მდე.


ამ გადაწყვეტილებით "რუსთავი2"-ის შემოსავალი წელიწადში 10 მილიონი ლარით შემცირდა.


ამავე პერიოდში "რუსთავი2"-ს 24 მილიონამდე საბიუჯეტო ვალი უგროვდება და ამ დროს გვარამია წელიწადში 10 მილიონით ამცირებს "რუსთავი 2"-ის შემოსავალს", - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა.


მისივე ინფორმაციით ირკვევა, რომ ინტერმედიის დამფუძნებლები არიან მიხეილ მშვილდაძე და ზურაბ გუმბერიძე. იგივე მიხელ მშვილდაძე (25%) და ზურაბ გუმბარიძე (25%) არიან კომპანია "პროესკო ფროდაქშენის" მმართველი პარტნიორები.


ამავე პერიოდში "პროესკო ფროდაქშენი" (ფორმულა კრეატივი) ყიდულობს და ახლიდან აფუძნებს ონლაინ პორტალ ონ.გე-ს და აფუძნებს შპს მესამეს.

შპს მესამე არის "მესამე" არხის იურიდიული სახელწოდება.


ახალი ტელეკომპანიის დამფუძნებლები არიან: "რუსთავი 2"-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი და "პროესკო ფროდაქშენი".


"იქმნება შთაბეჭდილება, რომ "რუსთავი 2"-ის მოგებიდან გატანილი მილიონებით კომპანია "პროესკო ფროდაქშენი" და "რუსთავი 2"-ის იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი, აფუძნებენ კონკურენტ ტელეკომპანიას. იგივე ადამიანთა ჯგუფის კომპანია მართვაში იღებს "რუსთავი2"-ის კუთვნილი "კომედი"არხს.


ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ გვარამია "რუსთავი 2"-ის მიზანმიმართულ გაკოტრებას ცდილობს", - აცხადებს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930