გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის მინისტრი: მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს შევხვდე

12-05-2019

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია "იმედში" სტუმრობისას ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსთავში არსებობს სასჯელაღსრულების მე-17 ღია დაწესებულება, რომელიც რუსთაველებისათვის პრობლემას წარმოადგენს, ამ პრობლემის მოგვარება კი ორი დახურული დაწესებულების აშენებით გახდება შესაძლებელი.


"ამ ორი დაწესებულების მშენებლობას ევროპული კომიტეტი მიესალმა. იმედი მაქვს, მოსახლეობასთან კონსენსუსი შედგება. ჩვენ ვესაუბრებით მოსახლეობას. ჩვენი კარი არის ღია. მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს შევხვდე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


მისივე თქმით, რუსთავში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა ეჭვქვეშ ვერ დადგება.


"თუ ჩვენ გვინდა უსაფრთხო რუსთავი, უსაფრთხო რუსთავს სჭირდება დახურული დაწესებულებები, სადაც რესოციალიზაცია იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930