გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უწმინდესმა და უნეტარესმა მახათას მთაზე ტაძრის კურთხევის ადგილას შეკრებილთ მიმართა

12-05-2019

დღეს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღასრულა.


საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტაძრის კურთხევის ადგილას შეკრებილთ მიმართა:


"ღვთის ლოცვა-კურთხევით ავაშენეთ ეს ეკლესია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატის სახელობის. ეს ფაქტი მოწმობს იმის შესახებ, რომ საქართველო იმყოფება ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ.


მთელი ერი მოხარულია იმით, რომ დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი, საქართველო იქნება წილხვედრი ღვთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე.


განგებამ ღვთისამ ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა, როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო, საქადაგებლად მონაწილეობა მიიღო ღვთისმშობელმა და მას ხვდა წილას ივერია. იმ დღიდან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.


გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს.


ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთანაა", - ბრძანა პატრიარქმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031