გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ მახარობლიძე: გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით დავისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემებად დასახელებით გვარამია საკუთარი ქმედების გადაფარვას ცდილობს

12-05-2019

თამარ მახარობლიძე "რუსთავი 2"-ისა და ნიკა გვარამიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


"გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით დავა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა - ეს ის საკითხებია, რომლებსაც რ2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრობლემებად ასახელებს. ამით იგი ცდილობს თავისი იმ ქმედების გადაფარვას, რომელსაც სისხლის სამართალში ჰქვია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე.


ნათელია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს გამოძიების ყურადღებას. გვარამია კარგი იურისტია და მშვენივრად ხედავს გარდაუვალი სასჯელის საფრთხეს. ალბათ რ2-ის "შეტევაზე გადასვლის" ისტერიის ლოგიკაც აქ უნდა ვეძებოთ", - წერს მახარობლიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930