გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტრანსლაციის დროს დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზის გამო პირველი არხი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

12-05-2019

პირველი არხი განცხადებას აქვეყნებს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.


"12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც ტრანსლაციის დროს მოხდა ტექნიკური ხარვეზი.


ტექნიკური წუნის გამო საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ბოდიშს უხდის", - ნათქვამია განცხადებაში.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031