გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: 12 მაისიდან 12 მაისამდე კრიტიკულად შემცირდა ე.წ. კლუბური ნარკოტიკით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია

12-05-2019

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ჟურნალისტებთან საუბრისას აქტივისტების პროსტესტსა და შსს-ს მიერ გასულ წელს განხორციელებულ სპეცოპერაციას შეეხო.


"შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი.


ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მწვავე კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ როგორც ჩვენი ოპონენტებისაგან, ასევე - ჩვენი გუნდის წევრების მხრიდანაც. აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას", - განაცხადა გახარიამ.


მისივე თქმით, 2018 წლის 12 მაისის შემდეგ კლუბური ნარკოტიკებით ინტოსქსიკაციით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.


"ყველას კარგად გვახსოვს, რომ ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღე.


კრიტიკულად შემცირდა ასეთი შემთხვევები.


კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - 12 მაისიდან 12 მაისამდე კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციისა და კლუბიდან გამოსული ადამიანის გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა", - აღნიშნა შს მინისტრმა.


გახარიას თქმითვე, როგორც კი მსგავსი პოზიტიური მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერ აუკრძალავს შსს-ს თავისი უფლებამოსილების განცორციელებას.

"არ იქნება არცერთი დახურული ზონა.


ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც ეს ტრაგედია გამოიარა.


ვაცხადებთ, რომ ვიცავდით და დავიცავთ გამოხატვის თავისუფლებას", - აღშნიშნა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930