გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეალობას აცდენლი დასკვნა - საიას შუალედურმა ანგარიშმა ორგანიზაციის სამართალმცოდნეების კვალიფიკაცია ეჭქვეშ დააყენა -„იმედის კვირის“ სიუჟეტი

12-05-2019

რა კავშირშია 19 მაისს დანიშნული შუალედური არჩევნები, გასულ საუკუნეში დაწყებული სამების ტაძრის მშენებლობა და საკათედრო ტაძრის მოხატვა, რომელიც მესამე წელია გრძელდება - „იმედის კვირის“ სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ რეალობას აცდენილ საიას დასკვნას სახელისუფლებო გუნდის წევრებთან ერთად ოპოზიციაც არასერიოზულს და დაბალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნეების მიერ მოზადებულს უწოდებს.


სიუჟეტის თანახმად, სამების საკათედრო ტაძრის სამუშაოებში „ქართუ“ თითქმის 20 წელია ჩართულია.2000- 2007 წლებში ფონდმა „ქართუ“ ტაძრის მშენებლობისთვის ათობით მილიონი ლარი გაიღო. ტაძრის მოსახატად კი, რომელიც 2016 წელს დაიწყო - მილიონ ლარზე მეტი.


სიუჟეტში ასევე საუბარია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში დაგეგმილ პროექტებსა და ზუგდიდის მერის არჩევნებთან კავშირზე, რაც საია-მ ასევე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად მიიჩნია.


ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირება და ფარულობის პრინციპის დარღვევა - ეს საიას ანგარიშში მოყვანილი კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც ახალ პოლიტიკური ცენტრ "გირჩს" ეხება.


პოლიტიკური ცენტრის ლიდერი ამბობს, რომ ორგანიზაციას გრანტი აქვს აღებული, ამიტომ რაღაც უნდა დაწეროს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერი დაბალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნესაც უნდა ესმოდეს და ასეთ სისულელეებს ასეთი ორგანიზაცია არ უნდა წერდეს დასკვნაში.


სიუჟეტის სანახავად გადადით ბმულზე https://www.imedi.ge/ge/video/37567/realobas-atsdenli-daskvna---saias-shualedurma--angarishma--organizatsiis-samartalmtsodneebis-kvalipikatsia-echqvesh-daakena

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930