13-05-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან თბილისში, უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ დატბორვის ფაქტებზე 90-მდე შეტყობინება შემოვიდა. მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებმა ყველა შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინეს და შესაბამისი დახმარება გაუწიეს მოსახლეობას.
უწყების ინფორმაციით, შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად, დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ.
13-01-2025