გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ხმალაძე მეტროში დაზარალებულებზე: თბილისის მერიას მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს

6-02-2018

თბილისის თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მკურნალობის ყველა ხარჯი სრულად აუნაზღაურდება.


მისი თქმით, თბილისის მერიას დაზარალებულთა მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს.


„ჩვენ მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაგვიმიჯნავს. რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, რომ სრულად დავფარავთ იმ საჭირო ხარჯებს, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს ესაჭიროებათ. ყველა ის ხარჯი, რომელიც მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთანაა დაკავშირებული და რომელიც საყოველთაო დაზღვევით არ დაიფარება, თბილისის მერიის მიერ ანაზღაურდება. სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ყველა დაზარალებულს სათითაოდ, პირადად დაუკავშირდნენ და დღესდღეობით, ამის პრობლემა არ დგას. ვისაც საკუთარი ხარჯები აქვს გაწეული, მის კომპენსირებას მოვახდენთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუწევია, სამედიცინო დაწესებულებებში ანაზღაურებას ჩვენ თავად მოვახდენთ. ხარჯებს, რომელიც დაზარალებულებს მედიკამენტებისთვის სჭირდებათ, საკუთარ ანგარიშებზე, პირადად დავურიცხავთ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.


თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ამ ეტაპზე, სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს, რომლის დასრულებისა და ექსპერტების დასკვნის შემდეგ, მომხდარ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728