გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ამორალურია, გამოვიყენოთ ეს საკითხი იმისთვის, რომ პოლიტიკურ დებატებში ვიღაცას ვავნოთ

13-05-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ენგურჰესიდან ელექტროენერგიის აფხაზეთში განაწილების შესახებ, ინტერნეტგამოცემა ,,პრესა.ჯი“ -ს და ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ნათია თურნავას განცხადებით ეს არის ცრუ, გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაცია. ენგურჰესის ელექტროსისტემა კი იყო და არის ქვეყნის გამაერთიანებელი.



„ამ ინფორმაციის აბსურდულობას და გადაუმოწმებლობას რომ თავი დავანებოთ, და იმას, რომ არც ერთი ფაქტი არ იყო დასახელებული - ენგურის კაშხალი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე. უკვე მრავალი წელია ენგურჰესი აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს და ეს დღესაც ასეა. ეს არის ერთ-ერთი იმ ძალიან მცირედთაგანი ძაფებისა, რაც ჩვენ დაგვრჩა და გვაერთიანებს აფხაზებთან.

ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმას, რომ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დღესაც, მტრის მცდელობის მიუხედავად, არის ერთიანი. ჩვენ აქ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება ითქვას, შენარჩუნებული გვაქვს ენერგეტიკის სფეროში, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ამორალურია ამ საკითხის და ქვეყნის სუვერენული ინტერესესის გამოყენება იმისათვის, რომ პოლიტიკურ დებატებში ვინმეს ვავნოთ.

,,ამორალურია, - გამოვიყენოთ ეს საკითხი და ჩვენი სუვერენული ინტერესი იმისთვის, რომ პოლიტიკურ დებატებში ვიღაცას ვავნოთ. როგორც არ უნდა გვინდოდეს, რომ ზიანი მივაყენით პოლიტიკურ ოპონენტს, ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის საკითხი, ენგურჰესის საკითხი, რომელიც აწვდიდა და კვლავაც მიაწვდის ელექტროენერგიას ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, - ამის გამოყენება მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩვენ პირველ რიგში ვაწვდით ელექტროენერგიას ქართველებს და აფხაზებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ისინი ისედაც რთულ ყოფაში არიან და ჩვენ ვერ დავაყენებთ ენერგეტიკული კრიზისის საფრთხის წინაშე“ - განაცხადა ნათია თურნავამ“,- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031