გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე პედაგოგების ხელფასებზე: ეს არცთუ ურიგო შემოსავალი გამოდის

13-05-2019

„მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული და შესაბამისად მაღალანაზღაურებადი ხდება. 2019 წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ცოტაა თუ ბევრია ინფლაციის პირობებში, მოდით ეს თემა დროებით გადავდოთ. მთავარია, რომ იმაზე მეტი იქნება რაც აქვს“
-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ინფორმაციას, რომლის ტანახმადაც პედაგოგების ხელფასების ზრდა იგეგმება.

„2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება და თუ ლარი/დოლარის კურსი, თუნდაც ამ დონეზე დარჩა, არცთუ ურიგო შემოსავალი გამოდის. ხელფასები ასევე ეზრდებათ რესურსცენტრების და სკოლების დირექტორებს, სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
საპენსიო ასაკის პედაგოგებს, თუკი სურვილი ექნებათ, დამსახურებულ პენსიაზე გავიდნენ, რასაც ფინანსური ასპექტების გამო, აქამდე ვერ ახერხებდნენ, სახელმწიფო მიანიჭებს პრივილეგიას და კომპენსაციის სახით ერთჯერადად, ორი წლის ჯამურ ხელფასს ერთიანად გადაუხდის. ასევე, მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, მაინც შეძლებს სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე იმავე ხელფასის შენარჩუნებით, თუმცა ვერ მიიღებს კომპენსაციას.

ეს ყველაფერი შესანიშნავი, მოტივატორები შექმნილია. ეხლა როგორც რუსები იტყვიან «дело за малым» როგორ აისახება ეს განათლების ხარისხზე“-წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031